ამირან გამყრელიძე: უნდა ვეცადოთ, აცრის ყოველდღიური რაოდენობა მაის-ივნისში 5-6 ათასის ფარგლებში იყოს

“ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაის-ივნისში ხუთი-ექვსი ათასის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სასურველია, ყველამ მოიხადოს სამოქალაქო ვალი და აიცრას.

„დღეს აცრები წარმოებს საქართველოს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. დღეში საშუალოდ 1 200- 1 500 აცრა ტარდებოდა. დღეს კი დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, სამივე ვაქცინით 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. უნდა ვეცადოთ, აცრის ყოველდღიური რაოდენობა მაის-ივნისში ხუთი-ექვსი ათასის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი. ეს მიზანი არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რათა ყოველდღიურად აღარ იყოს 20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. ხაზს ვუსვამ, 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ეს ყველამ გავითავისოთ და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ – დავასრულოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...