ამირან გამყრელიძე: ვაქცინების წარმოებაში დაახლოებით 10% არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები

“მინდა იცოდეთ, რომ წამლისა და ვაქცინების წარმოებაში დაახლოებით 10% არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები. ანუ წამლის მსოფლიო ბრუნვა დაახლოებით არის ერთი ტრილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, იქიდან 100 მლრდ დოლარამდე არის ფალსიფიცირებული”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა სახელმწიფოსთან და მწარმოებლებთან.

„იცით, რომ ზოგადად ვაქცინების წარმოებაში, ის, რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით ჩამორჩენაა სერიოზული მწარმოებლების მიერ. მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნილება, ასევე კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმდენად სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალ-მარტ-აპრილში უკვე წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა ვალდებულებები სახელმწიფოების მიმართ შესრულდება, მაშინ იქნება კერძო ინიციატივებიც. ძალიან ბევრი კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არა ქართული, არამედ უცხოური კომპანიებიც. ამასთან, მინდა იცოდეთ, რომ წამლისა და ვაქცინების წარმოებაში დაახლოებით 10% არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები. ანუ წამლის მსოფლიო ბრუნვა დაახლოებით არის ერთი ტრილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, იქიდან 100 მლრდ დოლარამდე არის ფალსიფიცირებული. როცა ასეთი ემერჯენსი სიტუაცია არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნებაა ფალსიფიცირების. უკვე გამოჩნდა კიდეც მსოფლიოში, იყო ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, სადაც თაღლითები ცდილობენ, გაასაღონ ფალსიფიცირებული წამლები, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ საქმეს ვიჭერთ სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...