ამირან გამყრელიძე: თუ მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით

აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60%, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...