ამირან გამყრელიძე: თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე.

„ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში.“

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგადად გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ  შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი. მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების  შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა, იკეტება თუ საჭიროა კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადასვლა და დაკვირვება შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების. ანუ, ეპიდემიოლოგებთან შედარებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება იგივე ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად