ამირან გამყრელიძე: თბილისში გვაქვს ე.წ. სოფელ დიღომის კლასტერი, რომელიც დაბადების დღეს უკავშირდება

„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაიცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში covid19-ის 47 შემთხვევა დადასტურდა

შეგახსენებთ, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტს აგვისტოში ინსულტი ჰქონდა გადატანილი   ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 22-ე პაციენტი,  77 წლის ქალი,  კლინიკა „ბომონდში“ იყო მოთავსებული. 

ცნობისთვის, დღეს დილის მონაცემებით,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 40 აციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად