ამირან გამყრელიძე: თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას, ადვილად უვითარდებათ გართულებები

თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე:

” ყველამ უნდა გავითავისოთ, თამბაქო არის ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას.

” თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიენები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის, ფატალურიც.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად