ამირან გამყრელიძე: სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში, თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახალა ასე ვეღარ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.

მისი განმარტებით,დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში. თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახალა ასე ვეღარ იქნება. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკილი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში სასწავლო 15 სექტემბერს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად