ამირან გამყრელიძე: სლოგანი “დარჩი სახლში” ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სლოგანი „დარჩი სახლში“ განსაკუთრებით აჭარაში უნდა ამუშავდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ხანდაზმულებმა, აუცილებელი საჭიროების გარეშე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ინფექციის მიმართ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი, ნაკლები გარეთ სიარული. დარჩი სახლში – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად