ამირან გამყრელიძე: სკოლის დაწყების შემდეგ არჩევნები ყველაზე დიდი გამოწვევაა… ჩემზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

კითხვაზე, – თქვენ ბრძანეთ, რომ მეორე ტალღას დაახლოებით უნდა ველოდოთ ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ნახევრამდე, რაც ყურში მომხვდა, რადგან ეს პერიოდი ემთხვევა არჩევნებს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ თქვენ ბატონი ცერცვაძე და იმნაძე იყავით “ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებამ გთხოვოთ საგანგაშოდ გამოაცხადოთ ის ეტაპი, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ხალხი მივიდეს? – რაზეც ამირან გამყრელიძე ასე პასუხობს:

“მე ეს სრულიად არ დამიკავშირებია არჩევნებთან. გრიპის დაწყება ევროპის რეგიონში იწყება ხოლმე მე-40 კვირიდან და ჩვენთან საქართველოში ტრადიციულად ეს არის ოქტომბრის ბოლო, უფრო მეტად ნოემბრის შუა რიცხვები და დეკემბრის დაწყება. ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებთან. ამ ორი ვირუსის გარცევა კლინიკურად რთული იქნება და ჩვენ ამისთვისაც ვემზადებით.

რაც შეეხება არჩევნებს, სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სწორედ წინასაარჩევნო კამპანია და 31 ოქტომბრის არჩევნები. ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. იწერება ამის რეკომენდაციებიც.

მე საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ და არავის არ შეუძლია ჩემზე ზემოქმედება, ამიტომ მშვიდად იყავით, ამირან გამყრელიძე არ მისცემს ისეთ რეკომენდაციას, რომლისაც მას არ სჯერა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად