ამირან გამყრელიძე: სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და უარესდება

“გუშინდელი დილიდან დღევანდელ დილამდე მომატებულია 9 შემთხვევით ზრდა, გვაქვს უფრო ნაკლები, ვიდრე გუშინწინ, რაც ძალიან კარგია. მაგრამ დღეს, დილით ადრე დადასტურდა სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვალება, ეს გახლავთ ქალბატონი, 79 წლის, რომელიც შევიდა 31 მარტს და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა იტალია, შემდეგ მოდის ესპანეთი და შემდეგ საფრანგეთი. საქართველოში, ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევა” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია.

ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშია მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა,“- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად