ამირან გამყრელიძე: სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ყაზბეგში მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იკეტება და იქ მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს.

„იქაც სრულად კონტროლირებადია. ჩვენი მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გახლავთ იქ თავისი გუნდით. მათ შეადგინეს გეგმა. იქ სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული საზღვარზე მომუშავე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები იყვნენ ანუ სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან. ამ ორი სოფლის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყო და ასევე, გაფართოებული ტესტირება. იმედია, რომ იქ ინფექციის გავრცელება არ გვექნება. ყველა ზომა ტარდება. ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი და ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს და ა.შ., ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტები არ ჰქონიათ ბევრი, ყველა ეს კონტაქტი არის იდენტიფიცირებული და მოხდა უკვე მათი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: საქართველოს პირველი არხი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად