ამირან გამყრელიძე: შემზღუდველი ღონისძიებები პირველ ეფექტს 2 კვირის შემდეგ მოგვცემს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებები პირველ ეფექტს 2 კვირის შემდეგ მოგვცემს. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა, გადაცემაში სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულა”.

“ეს არ არის “ლოქდაუნი” და არ არის ის სადარი, რაც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე შეზღუდვებთან. დღეს მე ამას დავარქმევდი გამკაცრებული და გაფართოებულ შემზღუდველ ღონისძიებებს. რაც შეეხება იმას, რაც მოგვცემს ეს შემძრუდველი ღონისძიებები, პირველი გეტყვით იმას, რომ ვიმედოვნებთ, რომ ინფიცირების ის სისწრაფე, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 თვის განმავლობაში, ეს უნდა შეჩერდეს. ანუ ზრდის სისწრაფე უნდა შეჩერდეს. ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიება პირველ ეფექტს გაძლევს ორი კვირის შემდეგ, შემდეგ ეს ეფექტი უნდა განმტკიცდეს.

შესაბამის სტრუქტურებს- ზედამხედველობის სამსახურებს მიეცა დავალება, რომ მეტად გაამკაცრონ კონტროლი. შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება ერთია, მაგრამ თუ ის ვერ აღვასრულეთ, ეს მაშინ ვერაფერს მოგვცემს. მაგრამ შოლტის და მთრახის პრინცპით ადამიანებს თავზე რომ დაადგე, ასე არა. აუცილებელია სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დიდ ომში ვართ, ამიტომ უნდა გავითავისოთ ყველამ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად