ამირან გამყრელიძე: შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს, დღეს გვაქვს 110 ახალი შემთხვევა, ეს არ არის რეალური მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაზე და ტესტირებების დადებითობის მაჩვენებელი – 110 ახალი შემთხვევა არ არის რეალური მაჩვენებელი, რადგან შაბათ-კვირას იკლებს ტესტირების რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოში ჩვენ დღეს გვაქვს 110 ახალი შემთხვევა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის 5 000 ჩატარებული ტესტიდან.

მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე, ზოგადად, მიმართვიანობა  სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების. თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 25 ადამიანი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად