ამირან გამყრელიძე: საზღვარი კარგად არის დაცული, მაგრამ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით

“უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით, ის რომ საქართველოში საზღვარი კარგად იცვება, ამის ერთერთი მთავარი გამოხატულება არის, რომ ბოლო დღეეებში, ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა სწორედ საკარანტინო სივრცეებიდან და უმეტესობა იყო შემოსული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობარულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ვითარება გააცნო და განმარტა, რომ გლობალურად მდგომარეობა კვლავ დაძაბული რჩება.

“გლობალურად, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიოცირებულთა რაოდენობამ  დადაახლოებით 6, 01%მ -ია სიკვდილიანობა რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მცირდება.

ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში ვითარება დაძაბულია, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში,  რომლებთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს. რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა გავრცელების მაჩვენებლით, უკვე მზარდია მაჩვენებელი სომხეთში, აზრებაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში უკვე შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება და შეიძება ვთქვათ ინფექციის უკუსვლა. თუმცა, აბსულუტურ რაოდენობაში ყოველდღიური მატება არის, მაგრამ ნაკლები, ვიდრე იყო. ასევე ზრდა არის უკრაინაში, ბელორუსში და მთელ რიგ ქვეყნებში ვისთანაც ჩვენ ტრადიციული გვაქვს”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად