ამირან გამყრელიძე: სარეკლამო ბანერების გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა

სარეკლამო ბანერების გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა ვადები ამ შემთხვევაში სარეკლამო კომპანიამ, რადგან დედაქალაქის ქუჩებში ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები საარჩევნო ბანერებით ჩანაცვლდა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იქ იურიდიული ნიუანსებია, რომლებიც მხარეებმა კიდევ დამატებით უნდა გაიარონ.

„იქ არის ხელშეკრულების ნიუანსები, ჩვენ რა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რა პასუხისმგებლობას იღებდა სარეკლამო კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა წლის ბოლომდე იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...