ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია და იძლევა საშუალებას, რომ შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს

საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია და იძლევა საშუალებას, რომ შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს”-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მართვადია.

“მოგეხსენებათ, ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო შემსუბუქების პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იხსნება მთელი რიგი ბიზნესები ქვეყანაში, ეს ასეც უნდა იყოს.

როგორც ხედავთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს, მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება საქმიანობის დაწყების, სამუშაოების, სამსახურების ისევ ამოქმედების და ა.შ. ამიტომ, თავისთავად ამ შემსუბუქების პოლიტიკაში გარკვეული რისკები არის, მაგრამ ეს რისკები მართვადია. თუ ყველა შევასრულებთ წესებს, სწორედ გავიკეთებთ პირბადეს, ყველა დახურულ დაწესებულებაში მას გამოვიყენებთ, რისკი უფრო მინიმალური იქნება”,- ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად