ამირან გამყრელიძე: საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები ეკლესიის შიგნით თუ გარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართვას საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს, მაქსიმალურად იქნას დაცული რეკომენდაციები დისტანციასა და პირბადეების ტარებასთან დაკაშირებით.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებების მატების ფონზე,  ხომ არ იგეგმება ეკლესიის მიმართ რეკომენდაციების გაცემას, რომ წირვა – ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდეს?

“ძალიან რთული და სენსიტიური კითხვაა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს დედაეკლესიას, საქართველოში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუციას. ეს კითხვა ისმებოდა მარტ-აპრილში, წინასააღდგომო დღეებში და იქ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები გასცა. ახლა, როცა ჩვენ ვართ საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება: დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ და არც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს ეკლესიების შიგნით თუ გარეთ. ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე მრევლის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად