ამირან გამყრელიძე: “საბურთალოს კლასტერის” ინფიცირების წყარო შესაძლოა ექიმი იყოს

თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ კორპუსში 8 ადამიანს covid19 დაუდასტურდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირამ გამყრელის განცხადებით:

“ჩვენ დავიწყეთ ამ კონტაქტების კვლევა, ამ ახლა ჩამოყალიბებულ კლასტერზე. რადგან იცით, რომ პერსონალურ ინფორმაციას არასდროს  გავცემ და შემიძლია გითხრათ, ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდეგ იქიდან გავრცელდა ინფექცია ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად