ამირან გამყრელიძე: “საბურთალოს კლასტერის” 50-მდე კონტაქტი კარანტინში გადადის

თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ კორპუსში 8 ადამიანს covid19 დაუდასტურდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა ინფიცირების პირველწყარო იყოს ექიმი.

“ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდეგ იქიდან გავრცელდა ინფექცია ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა.
ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ „საბურთალოს კლასტერი“ და მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებული ყველა კონტაქტის კვლევა. ესენია არიან დევნილები თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები ამას არ დავადასტურებ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ადამიანი ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიციური კოვიდ დადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. საუბარია დაახლოებით 50 კონტაქტზე” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა,  აქედან  8 “საბურთალოს კლასტერია” – ქვეყანაში სულ 757 დადასტურებული შემთხვევაა.

stopgov.ge-ის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 757
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 600
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 2966
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად