ამირან გამყრელიძე: “საბურთალოს კლასტერის” 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ, 30-მდე ადამიანი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში

“საბურთალოს კლასტერის” 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი, აქედან კი კოვიდინფექცია 4-ს დაუდგინდა:

“საბურთალოს კლასტერის” 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ. კიდევ მიმდინარეობს კვლევა. აქედან დღევანდელი დღით გადაყვანილია 30-მდე ადამიანი. სულ ამ კლასტერში დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა, გარდა იმისა რომ 15 გადაყვანილია საავადმყოფიში, 30 გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში”-ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ კორპუსში 8 ადამიანს covid19 დაუდასტურდა

დღეს კი “საბურთალოს კლასტერიდან” COVID19-კიდევ 4 პირს დაუდგინდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად