ამირან გამყრელიძე: რადგან შემთხვევების კლება გვაქვს, არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსს მოვერიეთ

“ბოლო დღეებში გაოთხმაგებულია PCR-ტესტების რაოდენობა, მაგრამ ამის მიუხედავად შემცირებულია ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. 

კითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ კრიზისი დაძლეულია? – პასუხობს, რომ ამის თქმა ძნელია.

“ბევრი ქვეყნის ისტორია ემთხვევა ერთმანეთს და ბერგან ასე ხდება ხოლმე, რომ 6-7-8 კვირები ხდება კრიზისული პერიოდები. ჩვენ ვართ მეშვიდე კვირის ბოლოს. ჩვენთან პირველი შემთხვევა იყო თებერვალში, მაგრამ შიდა გავრცელება დაიწყო 23 მარტს დაფიქსირდა და აქედან ვითვლით. ამიტომ გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ არ ვიცით, მეორე და მესამე ტალღების შესახებ, იქნება თუ არა და როგორ. ამიტომ ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ რადგანაც კლება გვაქვს, მას უკვე მოვერიეთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად