ამირან გამყრელიძე: ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით, 800-900 საწოლია თავისუფალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად