ამირან გამყრელიძე: ქვეყნები წლობით ჩაკეტილი ვერ იქნება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს

ქვეყნები წლობით ჩაკეტილი ვერ იქნება, ზომების შემსუბუქება აუცილებელი იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მესტიაში განაცხადა.

“დაახლოებით ეს პროგნოზირებადი იყო, რომ მცირე ეპიდეაფეთქებები გვექნებოდა. ეს დაკავშირებულია ზომების შემსუბუქებასთან, რაც აუცილებელია. იმიტომ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი კარგად უნდა იყოს დაცული. ანუ, ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დროზე შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული. რასაც ახლა ჩვენ ვატარებთ მესტიის მუნციპალიტეტში. დროულად ხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება და იმედი მაქვს, რომ სწრაფად ჩავაქრობთ ეპიდაფეთქებას.

ქვეყნები წლობით ჩაკეტილი ვერ იქნება. ერთი მხრივ უნდა შემსუბუქება, მაგრამ მეორე მხრივ ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს და სწრაფად მისცეს რეაქცია. ასეთი შემთხვევები დასაშვებია. იქნება ეს 15, 20, 25 თუ 30 შემთხვევა, ეს არ წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ პრობლემას. მე მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მართვადია.

მეორე მხრივ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულება, რასაც აღარ იცავენ – პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, დისტანცია, ხელების ხშირი დამუსავება, დიდი თავშეყრები არა. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა და პანდემია მსოფლიოში არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად