ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს

“ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია. ჩვენ გუშინ ღამით დავასრულეთ ე.წ სეროპრევალენტური კვლევა 4 მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

“ეს ნიშნავს იმას, რომ 4 მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში, 1222 სისხლის ნიმუში ავიღეთ შერჩევითი პრინციპით, იქ განისაზღვრა ანტი-სხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ანტისხეულები ( Immunoglobulin G ) ჩნდება ორგანიზმში, ე.ი ამ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსი. 1222 ნიმუშიდან კი, მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, ის მარტვილის რაიონიდან არის.

სისხლის აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებელი რაც აქამდე გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად