ამირან გამყრელიძე: ქვემო ქართლში 107 ახალი შემთხვევის ძირითადი წყარო დიდი საქორწინო სუფრა გახლავთ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის მთავარი მოწოდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავებაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მაგალითად, ქვემო ქართლი მოიყვანა, სადაც ინფექციის გავრცელება საქორწინო სუფრისა და ხალხმრავლობის შედეგად მოხდა.

“ქვემო ქართლში დაფიქსირებული 107 ახალი შემთხვევის ძირითადი წყარო, ისევ და ისევ ხალხმრავალი შეკრება გახლავთ. კონკრეტულად კი, დიდი საქორწინო სუფრა. ამ ფაქტმა გამოიწვია რეგიონში ეპიდემიის აფეთქება და სასწავლო დაწესებულებაზე გავრცელება,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად