ამირან გამყრელიძე: ქორწილს შევძლებთ, მაგრამ, ჯერჯერობით 10 კაციანს

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა ძალიან კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელს, ამასაც გვასწავლის, რომ ზოგჯერ ზღვარს გადასული, თუმცა ძალიან კარგი ტრადიცია, ასე აღვნიშნოთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერში”.

დღეიდან , 2020 წლის 23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე,წ. კომემდანტის საათი გაუქმდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა.

მანქანით გადაადგილებით 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა ასევე, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნება

როგორც “აიპრესს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ რეკომენდაციად დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად