ამირან გამყრელიძე: ყალიბდება ერთი კლასტერი, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მესტიაში განაცხადა.

“დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. ერთი ჯგუფი არის იქ ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც არის ჩვენ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის გაემგზავრა და უკვე ყაზბეგშია. იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების.

გვარს და სახელს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დაახლოებით ვიცით, საიდან მოხდა ინფიცირება. “, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად