ამირან გამყრელიძე: პირველი დოზა აცრილებისთვის, მეორე დოზა დარეზერვებულია – არავის შეექმნება სირთულე

“მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, ვინც უკვე აცრილია პირველო დოზით – “ფაიზერი, “ასტრაზენკა” “სინოფარმი”, არავის არ შეექმნება სირთულე მეორე დოზასთან დაკავშირებით, რამეთუ თითოეული მათგანისთვის ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“გარანტირებული მარაგების თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ შემოსულია ჯერ ხელუხლებელი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა, რომელიც გამოიყენება იმ დოზებთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს წინა 43 000-დან, ასევე შემოსულია 100 ათასი დოზა „სინოფარმი“, რომელიც გამოიყენება და საიდანაც პირველი 50 000-დან უკვე აცრილია (17 000 ადამიანი), ან ძირითადად დაჯავშნილია, დანარჩენი 50 000 ენახება პირველად აცრილ ადამიანს. ასევე, გვაქვს „სინოვაკის“ 100 000 დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 000 მოქალაქისთვის. დამატებით ველოდებით, სწორედ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს ივნისის დასაწყისი. პირველ ეტაპზე შემოვა დაახლოებით 250 000 დოზა და შემდეგ კიდევ 250 000 დოზა. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან და მარაგებისდა მიხედვით ხდება განცხადება დამატებითი ასაცრელი პუნქტებისა და ბრიგადების შესახებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...