ამირან გამყრელიძე: პირბადეების ტარება 55%-მდე გაიზარდა, გვინდა, რომ 95%-მდე ავიდეს და ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს

ამირან გამყრელიძე: პირბადეების ტარება 55%-მდე გაიზარდა, გვინდა, რომ 95%-მდე ავიდეს და ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამინდი კარგია და ეს მოქმედებს კორონავირუსის რაოდენობაზე. ამასთან გაიზარდა პირბადეების კულტურა ქვეყანაში, მაგრამ არასაკმარისიa. ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტმა საქართველოში გააკეთა პროგნოზირება და თქვა, რომ ჩვენთან 55%-მდეა გამოყენებული. ჩვენი სამიზნე 95%-ია. თუ ავედით 95%-მდე, მაშინ სერიოზულად დაიკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს უნდა იყოს გამოყენებული ხელების დაბანასთან, დისტანციის დაცვასთან და დიდი თავშეყრების თავის არიდებასთან ერთად”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად