ამირან გამყრელიძე: „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში დღეს Pfizer-ის პირველი პარტია, 28 000 დოზა შემოვიდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დანაჩენი მე-2 და მე-3 პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს.

“დღეს 3 საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება Pfizer-ზე ჩვენს ქვეყანაში და 16 ივლისიდან აცრები. ეს გახლავთ პირველი პარტია იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების. მე-2 და მე-3 პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და როგორც მოგახსენებთ ამ წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონამდე დოზა, ოდნავ მეტი, ამ ხელშეკრულებით ქვეყანას უნდა ჰქონდეს.

28 000 დოზა არის შემოსული, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...