ამირან გამყრელიძე: პანიკის საფუძველი არაა – ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია

“თქვენი საშუალებით, მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები სამი, ხუთი, ათი, თხუთმეტი – ეს არ აარის პრობლემა, ეს მართვადია და ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართავს” – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. ჩენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში ყველა ქვეყნაში მოხდა და მოხდება ჩვენთანაც – შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლოა იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ.

გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ანუ გაიზარდა სერიოზულად მობილობა. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს. დღეს, ვიდრე სამსახურში მომიწევდა მოსვლა, დილით მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანის მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის ატრიბუტები.

თქვენი საშუალებით, მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები სამი, ხუთი, ათი, თხუთმეტი – ეს არ აარის პრობლემა, ეს მართვადია და ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართავს. ყველა ნახავთ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდებიან. ერთადერთი, არის რომ ძალაში რჩება სლოგანი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება „კოვიდთან“ ერთად, მოგვიწევს ეს. „კოვიდი“ დღეს და ხვალ არსად არ წავა, არც ამ წლის ბოლომდე არ გაქრება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი. ახლა გაიხსნება ორშაბათს ღია რესტორნები, ახალგაზრდები ბრძანდებით და ვიცი, წახვალთ კაფეებში და ღმერთმა მოგცეთ ამის საშუალება, გაერთეთ, კარგია, მაგრამ ყველგან დავიცვათ წესები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად