ამირან გამყრელიძე: ორსულებში დაინფიცირების რისკს ფაიზერით ორჯერადი აცრა 25-ჯერ შეამცირებს

ორსულებში დაინფიცირების რისკს ფაიზერით ორჯერადი აცრა 25-ჯერ შეამცირებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ეს დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ. შარშან ჩვენ გვქონდა გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა, წელს უკვე 13-ია და მგონი დაემატა – ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას ფაიზერით და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ფაიზერის 2 აცრა. ეს, თითქმის, 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 86 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათმა რაოდენობამ 3 952 შეადგინა.

კომენტარები
იტვირთება...