ასე პასუხობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “აიპრესის” კითხვას, კვლევებზე, რომელიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენს, როგორც COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებას.
“აიპრესის” კითხვაზე, “გამოქვეყნდა არაერთი კვლევა, რომელიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენს, როგორც COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად. რამდენად სარწმუნოა აღნიშნული კვლევა და რა უნდა გაითვალისწინონ მწეველმა ადამიანებმა”, ამირან გამყრელიძე ბრიფინგზე გვპასუხობს:
” ნუ ავყვებით ამ ცრუ, თაღლითურ “კვლევებს”, ამ კვლევების თანაავტორი გახდა მჭიდროდ ასოცირებული თამბაქოს ინდუსტრიასთნ. იქ ჰქონდა ნამდვილად მიკერძოებას ადგილი. მთავარი გზავნილი გახლავთ, დიახ, ნიკოტინი, თამბაქო უარყოფითად მოქმედებს, ერთ-ერთ ყველაზე მავნე პროდუქტია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კოვიდთან მიმართებაში, ნიკოტინი ამძიმებს კოვიდის მიმდინარეობას”-ამბობს გამყრელიძე.