ამირან გამყრელიძე: მომავალი თვიდან შევა ბრძანება ძალაში, რომლის თანახმად 16 წლიდან მოზარდები აიცრებიან

“მომავალი თვიდან შევა ბრძანება ძალაში, რომლის თანახმად 16 წლიდან მოზარდები აიცრებიან” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, ამ ასაკიდან მოზარდების აცრა მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინითაა შესაძლებელი.ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივლისის თვიდან საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოვა “ფაიზერის” ვაქცინა, რაზეც აშშ-მ იზრუნა.

კითხვაზე, რომ არ მოეხსნათ შეზღუდვები, შესაძლებელი იყო თუ არა, მესამე ტალღის გადავადება, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ასე იქნებოდა, რადგან შეზღუდვების მოხსნას მოყვა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

კომენტარები
იტვირთება...