ამირან გამყრელიძე: მესტიაში 975 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ორია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

მესტიაში 975 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ორია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. დღეს კიდევ ფართოვდება ტესტირება დაბა მესტიაში.

975 ნიმუში, რომლის აღებაც გუშინწინ მოხდა, გუშინ დამთავრდა. იქიდან მხოლოდ ორია დადებითი. ეს ერთი მხრივ პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, მაგრამ დამშვიდების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც “მთავარი არხი” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად