ამირან გამყრელიძე: ლენჯერში დადასტურებულია კოვიდის 11 შემთხვევა და თბილისში მასთან ასოცირებული 5 შემთხვევა

ლენჯერში დადასტურებულია კოვიდის 11 შემთხვევა და თბილისში მასთან ასოცირებული 5 შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მესტიაში განაცხადა.

მისი თქმით, სამიზნე ჯგუფი, რომლის გამოკვლევაც 4000-მდე ადამიანია.
“ბოლო 2 დღის განმავლობაში სოფელ ლენჯერში დადასტურებულია 11 და ლენჯერთან ასოცირებული კიდევ 5 შემთხვევა თბილსში. სწორედ ამის გამო გამოცხადდა შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. ორგანიზებულად მიდის მუშაობდა. გუშინ 6 ბრიგადა მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. ასევე ადგილობრივი ბრიგადები. დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული გუშინ, რომლის შედეგები 1 საათში იქნება. ამ ბრიგადების რაოდენობა ვინც ტესტებს იღება გაიზარდა 14-მდე. თითქმის სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების ამღებების მობილიზება. არსებობს მორიგეობის გრაფიკი.
ბოლო მონაცემებით 900-მდე ნიმუშია აღებული, რომელიც იგზავნება ზუგდიდსა და ქუთაისში. ვფიქრობთ, რომ სამი ლაბორატორია დღეს და ხვალ ამ ნიმუშების გამოკვლევას დაასრულებს. დაახლოებითი სამიზნე კონტიგენტი განვსაზღვრეთ, ლენჯერი თითქმის დავასრულეთ. ასევე დაბა მესტიაში, უშგულში და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 4000-მდე განვსაზღვრეთ სამიზნე გამოსაკვლევი ადამიანები, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტებად ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეები თუ უცხოელები. კარანტინში გადაყვანილია საკმაო რაოდენობა, ეს არის 300-ზე მეტი ადამიანი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად