ამირან გამყრელიძე: „კოვიდ-19“ ბევრად ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები გაზაფხულზე ფიქრობდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის დროს რომელიმე ერთი მიდგომა- მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, ან მხოლოდ შეზღუდვები, ან სხვა მექანიზმები შედეგს არ მოგცემს, ყველაფერი უნდა იყოს ერთიანად, მაგრამ ბალანსირებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, მაგრამ შეზღუდვები გაფართოვდება.

„ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩვენც, გაზაფხულზე გვქონდა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რასაც ლოკდაუნს ვეძახით, როდესაც ადამიანი გარეთ არ გამოდიოდა და ეს მექანიზმი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს ახლაც გამოიყენა. შემდეგ ჩვენ გარკვეულწილად შევცვალეთ და მთელმა მსოფლიომ შეცვალა სლოგანი. ჩვენ რომ გვეგონა, ინფექცია, როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები გაქრებოდა ზაფხულში, თბილ პერიოდში. სინამდვილეში, ასე არ აღმოჩნდა, „კოვიდ-19“ ბევრად ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები გაზაფხულზე ფიქრობდნენ. ამიტომაც შეიცვალა გარკვეულად, რომ ის არ გაქრებოდა არც სამი თვე, არც ხუთ, ექვს და არც წელიწადში. ეს ყველამ დავინახეთ, ამიტომაც შეიცვალა სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ და ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რათა მან ადამიანის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიაყენოს. ამიტომ, სრული ლოკდაუნები ჩვენთან აღარ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება გაფართოებული შეზღუდვები“, – განცახადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად