ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე 39 ნიმუშიდან 38 შემთხვევაში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

მისი თქმით, ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითია და კორონავირუსის უკვე 24 შემთხვევაა.

“საქართველოში კლების ტენდენცია არ გვაქვს. მატებიც ტენდენცია გვაქვს და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ მატება გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია – 39 ნიმუში იყო ჩვენთან შემოტანილი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა, ამ წუთისთვის უკვე 24 შემთხვევაა. ამ 39 ნიმუშიდან დანარჩენი ყველა უარყოფითია, მაგრამ კვლევები სხვა ნიმუშებზეც მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად