ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეოჩართვისას კითხვას, რამდენად მაღალია კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების რისკი.

„ე.წ. რეინფექციის, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან ამ ვირუსს სულ სამი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, ასევე ძალიან დაბალია რისკი.

როგორც წესი, ის ტოვებს იმუნიტეტს, იგივე გრიპის ვირუსი ან სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგრამ ისინი არ ტოვებენ იმ ტიპის იმუნიტეტს, რომელსაც, მაგალითად წითელა, ქუნთრუშა ან სხვა გადატანილი დაავადება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად