ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე.

“ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად