ამირან გამყრელიძე: ხვალ, Pfizer-ის ​ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია.

როგორც ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მისივე თქმით, ხვალ დამატებით Pfizer-ის 168 000 დოზა შემოვა საქართველოში.

“ხვალ Pfizer-ის ​ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...