ამირან გამყრელიძე: კაფეებში პირბადე აუცილებელია, ჭამის დროს მოიხსენით

ჭამის დროს არა, საუბრის დროს პირბადე აუცილებელია”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, კაფეებში, ღია და დახურულ სივრცეებში პირაბდე აუცილებელია:

” რა თქმა უნდა, პირბადეს ჭამის დროს ვერ იხმართ, მოიხსნით. კაფეებშიც აუცილებლად, იქნება ღია თუ დახურული. სადაც 4-5 ადამიანი მაგიდის ირგვლივ დაბრძანდებით კი ბატონო, მიირთვით, ჭამის დროს არა, საუბრის დროს პირბადე აუცილებელია”-ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ორშაბათიდან 1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება.

მოლებმა, რომლებმაც მუშაობა განაახლა, სპეციალური რეკომენდაციების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ. სადაც ნათქვამია რომ მოლის სივრცეში ნიღბის გარეშე მომხმარებლის დაშვება აკრძალულია. ამასთან ხდება ვიზიტორთა ნაკადის კონტორლიც

რაც შეეხება რესტორნებს, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ის ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა უნდა გაითვალისწინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად