ამირან გამყრელიძე: ჯერ არ გადავმდგარვარ და რა ვქნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა.

“რამდენჯერ უნდა მკითხოთ, გუშინ ხომ დამხვდით, მკითხეთ, დაგიდასტურეთ. დღეს აგერ, თქვენ წინაშე ვარ და ვლაპარაკობ, ჯერ არ გადავმდგარვარ და რა ვქნა. თუ ძალიან გინდათ მითხარით, თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას რომ ძალიან მინდა, რომ ამირან გამყრელიძე გადადგეს, იქნებ გაგიწიოთ ანგარიში მერე”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...