ამირან გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 538 ადამიანიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ დროებით ტესტირების პუნქტში სამ დღეში კორონავირუსზე ტესტი 754 ადამიანს გაუკეთდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 538 მოქალაქის ტესტის პასუხი ცნობილია, ვირუსი 4-ს დაუდასტურდა, რაც 0.7%-ია.

 

“მოგეხსენებათ, ჩვენ პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება კორონავირუსზე ტესტირება მიმსვლელებისთვის იუსტიციიის სახლთან, სადაც გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტის ნიმუშებს იღებენ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ აღებულია 754 პირის ნიმუში, მათგან 538 ნიმუშის კვლევა დღეს დილით დასრულდა, იქედან ოთხი დადებითია. იუსტიციის სახლთან ორი ბრიგადა დღეს რვა საათამდე იმუშავებს და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნიმუში აიღოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად