ამირან გამყრელიძე: ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება.

როგორც ამირან გამყრელძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,  სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა დაწყებული და ჯერჯერობით, დაახლოებით ორ-სამ კვირამდე, ინფიცირების შემთხვევების კლება მოსალოდნელი არ არის.

ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება. ვითარება რთულდება და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალ ნიშნულს აჩვენებს.

მოგეხსენებათ, სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც ეგრეთ წოდებულ, მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად