ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილი, ნიკოლო გამყრელიძეს, რომელიც სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორია კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდა.

მისი თქმით, „დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები და იყო ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეოწინლად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმიდნარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში

კომენტარები
იტვირთება...