ამირან გამყრელიძე: იმის მიუხედავად, რომ არაფერი აწუხებს, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, პატრიარქი გამოკვლეული იქნა და პასუხი დღეს მივიღეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, გუშინდელი ფართომასშტაბიანი ეპიდკვლევა და ტესტირება წლის დასწყისში საპატრიარქოში დადებითი შემთხვევით იყო განპირობებული.

“გუშინ ჩვენმა ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა იმუშავა, ჩაატარეს ღრმა ეპდიომიოლოგიური კვლევები ყველასთან, ვინც იყო ამ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში და შესაბამისად, აღებული იქნა მათი ბიოლოგიური ნიმუშები „პისიარ“ კვლევებისთვის, დღის ბოლოს ყველა აღმოჩნდა უარყოფითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, მათ შორის ტესტირება ჩაუტარდა პატრიარქსაც და მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს არაფერი აწუხებს ამ თვალსაზრისით, მაინც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადგან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე ვთვლით, რომ საჭირო იყო მისი გამოკვლევაც. მოველაპარაკეთ პატრიარქს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გამოკვლეულ იქნა პატრიარქი, ისევე როგორც რამდენიმე მაღალი იერარქიის პირი, საბედნიეროდ, პატრიარქი კოვიდუარყოფითია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად