ამირან გამყრელიძე: გუშინდელი მონაცმებით, сovid-19-ის საწინააღმდეგო აცრა 77 343 ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 მაისის მონაცემებით 77 343 ადამიანმა გაიკეთა.

” ქვეყანაში 77 343 აცრა ჩატარდა. , მათ შორის “ასტრაზენეკას” პირველი დოზით 32 825, მეორე დოზით 462; “ფაიზიერის” პირველი დოზით 13 942; მეორედ დოზით 12 622;  ხოლო “სინოფარმის” პირველი დოზით 17 492;

გუშინ იყო აცრის ყველაზე მეტი რაოდება  –  5 762 ; აქედან “სინოფარმი”იყო 4 056, დანარჩენი “ასტარზენეკა” და “ფაიზერი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები
იტვირთება...