ამირან გამყრელიძე: გუშინ ღამით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა, 110 000 კვირას შემოვა

გუშინ ღამით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა, 110 000 კვირას შემოვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ საღამოს შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, 77 000 დოზა. 1 ნოემბერს კიდევ უნდა შემოვიდეს 110 000 დოზა, 23 000 კიდევ შემოვა ნოემბრის შუა რიცხვებში. 40 000-ს შემოიტანს კერძო სექტორი. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა იქნება უფასო რისკჯგუფებში, კერძო სექტორის შემოტანილი კი გადახდით იქნება.

უკვე დარიგებულია როგორც თბილისში ისე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც. პირველი შემოტანილი 25 000 დოზიდან 13 000 იყო ათვისებული რისკ ჯგუფებზე, რომლებსაც მოვუწოდეთ – ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსიანები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე და ა. შ.

დღეიდან დაიწყება ფართო რისკ ჯგუფები – ეს არის სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი ბავშვი და მოზრდილი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. ასთმა, ემბიზემა. ასევე აიცრება ქართული ჯარის ნაწილები, პატრული და არის კიდევ პატარ-პატარა რისკჯგუფები. ეს ყველაფერი დევს ჩვენს ვებ-გვერდზე შესაბამის ბრძანებულებაში. აცრა შესაძლებელია პოლიკლინებში, რომლებსაც აქვთ ამცრელი კაბინეტები. გრიპის აცრას დიდი მნიშვნელობა აქვს რესპირაციულ სეზონზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად