ამირან გამყრელიძე: გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპის ინფექციისა და კორონავირუსის ინფექციის.

როგორც ამირან გამყრელიძემ  დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას, რათა არ მოხდეს კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება.

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. გრიპის ვირუსი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ვაქცინას, დაახლოებით 135 000 დოზას შემოგთავაზებთ, რომელიც იქნება რისკჯგუფებისთვის, ამას ემატება კერძო სექტორი. წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპისა და კორონავირუსის ინფექციებს. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ ისინი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან შედარებით მარტივად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ორი ინფექციის. ვაქცინა არის ოთხკომპონენტიანი და არის ფრანგული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად